აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი

11:11, 24.02.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღემდე რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 474-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ხუთი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 74, ონლაინ კლინიკაში – 96.

მსგავსი