აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:06, 01.02.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 752-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 209 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 94, ხოლო ონლაინკლინიკაში – 226.

მსგავსი