აჭარაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 770-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 29 პირმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 335, ონლაინკლინიკაში კი 739.

ამასთან, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურში გარდაიცვალა.