აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 420 პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 420 პაციენტი

აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ისგან 420 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, მათივე ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 345-ს აღწევს.

„ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 84-მა პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზე) – 38 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 728 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 822 პირი, ონლაინ კლინიკაში კი 2 315 პაციენტი“,- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.