აჭარაში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 91 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:17, 05.05.2021

აჭარაში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 91 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 38 381-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 22-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 438 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 318, ონლაინკლინიკაში კი 709.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი