აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 47-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარაში შვიდი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონის კლინიკებში 441 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში -282, ონლაინკლინიკაში – 776.