აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 შემთხვევა გამოვლინდა, 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 731-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 32-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 338 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 187, ონლაინკლინიკაში 501.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში სულ აცრილია 2 518 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1 512, „ასტრაზენეკათი“ კი 1 006.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.