აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 75 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:30, 28.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 121 შემთხვევა გამოვლინდა, 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 656-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 373 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 324, ონლაინკლინიკაში კი 698.

ამასთან, რეგიონში დახურულია 16 სკოლა, ასევე 33 კლასი სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე სულ 3 596 აცრა ჩატარდა, მათ შორის „ფაიზერით“  2 244, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 1 352.

 

მსგავსი