აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 354-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 28-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ექვსი მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 293, ონლაინკლინიკაში კი 681.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 222 პაციენტი, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.