აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:03, 13.04.2021

აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 504-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 116-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 323 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 137, ონლაინკლინიკაში კი 360.

მსგავსი