აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 28 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 28 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა. ამასთან, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შიორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება.

ცენტრის ცნობითვე, დღევანდელი შედეგი 3 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.