აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:36, 09.01.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32 600-ა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 35-მა პაციენტმა.

მკურნალობას გადის 357 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 281 პირი.

კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 11 პაციენტი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 84 წლის მამაკაცი.

საქართველოში სულ კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

მსგავსი