აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 105 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 144 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 43-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 446 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 345 ონლაინკლინიკაში – 738.

რეგიონში სულ 5 272 ადამიანი აიცრა, მათ შორის „ფაიზერის“ ვაქცინით – 2 898, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით – 1 662, „სინოფარმის“ ვაქცინით – 712 ადამიანი.