აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:08, 15.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 103 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 594-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა.  მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 350 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 163, ონლაინკლინიკაში 436.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რეგიონში სულ აცრილია 2 281 პირი, მათ შორის „ფაიზერით“ 1 344, „ასტრაზენეკათი“ კი 937.

მსგავსი