აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში შვიდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 457 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 326 ონლაინკლინიკაში – 745.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.