აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 68 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:18, 22.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა, 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 106-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 343 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 270, ონლაინკლინიკაში კი 627.

მსგავსი