აჭარაში კიდევ 228 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში კიდევ 228 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარის რეგიონში ახალ კორონავირუსზე გასულ ღამეს 228 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონს არც ერთი კოვიდინფიცირებული არ ჰყავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 812 პირი. იზოლაციის პერიოდი 7 304-მა მოქალაქემ დაასრულა.