აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა, პაციენტები ქუთაისში გადაჰყავთ
აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა, პაციენტები ქუთაისში გადაჰყავთ

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ოთხ პაციენტს ელოდებიან. ხანდაზმულებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.

პაციენტებს შორის არის 35 კვირის ორსული ქალბატონი. ამ დროისთვის სტაციონარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.