აჭარაში კარანტინში 2 687 ადამიანი იმყოფება
აჭარაში კარანტინში 2 687 ადამიანი იმყოფება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შაშიაშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დღეს დაიდგა დამატებითი კარვები ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში.

მისივე თქმით, კლინიკიდან დღის განმავლობაში 685 ტესტი იქნა აღებული, ხოლო კარვებს რაც შეეხება, დაახლოებით 1 200 ტესტზე მეტია ჩატარებული.

„ბათუმი ლაბორატორიული სიმძლავრეები მომატებულ ტესტირებას ვერ ატარებს, ამიტომ ჩვენ გავაფართოვეთ არეალი და ჩავრთეთ სხვა ლაბორატორიული სიმძლავრეები, კერძოდ – „მეგალაბი“ და ,„ციტოს” ლაბორატორია, რომ რაც შეიძლება გამტარიანობა იყოს“, – განაცხადა რუსუდან შაშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში, კარანტინში 2 687 ადამიანი იმყოფება.

„ზოგადად, მთელი საქართველოს საკარანტინო სივრცეების 46 % აჭარას აქვს დათმობილი“, – განუცხადა საქარათველოს პირველ არხს რუსუდან შავიშვილმა.