აჭარაში კარანტინის ზონას დღეს 390 ადამიანი დატოვებს
აჭარაში კარანტინის ზონას დღეს 390 ადამიანი დატოვებს

აჭარაში კარანტინის ზონას დღეს 390 ადამიანი დატოვებს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის აჭარის კარანტინის ზონაში 2000 ადამიანი იმყოფება. 390 მოქალაქის გასვლის შემდეგ ნაკადი პერიოდულად შეივსება,  ძირითადად სარფის საბაჟოდან შემოსული მოქალაქეებით. სულ აჭარაში კარანტინის სივრცე 900-მდე მოქალაქემ დატოვა.

აჭარაში 25-მდე საკარანტინო ზონაა.

ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში  100 ადამიანი იმყოფება.