აჭარაში ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა
აჭარაში ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა

აჭარაში ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილების შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.

პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ყველა ინვესტორს გადაუვადდება ვალდებულებები ყოველგვარი სანქციების გარეშე.

„მნიშვნელოვანია, ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით ექვს თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს. დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, ბიზნესი რეგიონში მუშაობდეს შეუფერხებლად და ბიზნესთან ერთად, შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია, მათი თანამონაწილეობა, ამ პროცესში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.