აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, ახალი შემთხვევა თურქეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება
აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, ახალი შემთხვევა თურქეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება

აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, 60 წლამდე ქალს აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია. ის სარფის საბაჟოდან კარატინში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკა „მედალფაში“ უკვე 34 ინფიცირებული მკურნალობს. ღამის განმავლობაში ჯამში 130 პირი გამოიკვლიეს.