აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 491 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 465 პაციენტი
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 491 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 465 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში აქტიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ექვსი ათასს აჭარბებს, მათგან 959 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 843-კოვიდსასტუმტოებში, ბინაზე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 265 ინფიცირებული.

პაციენტთაგან 100-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 40 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება.

კლინიკებიდან დღეს 86 პაციენტი გაეწერა. სულ აჭარაში „კოვიდ-19“-სგან 22 073 პაციენტი გამოჯანმრთელდა.