აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4000 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა, კორონავირუსი 128 პირს დაუდასტურდა
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4000 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა, კორონავირუსი 128 პირს დაუდასტურდა

გუშინდელთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 128-ს მიაღწია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი შედეგი 4000 „პისიარ“ ტესტის კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

მათივე ცნობით, სულ აჭარაში კორონავირუსი 900-მდე პირს აქვს დადასტურებული. აქედან 519 კლინიკებში, 377 კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ინფიცირებულთა შორის ისევ არიან მოზარდები და ორსულები.

პარალელურად, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 36 პირი, მათგან 34 კლინიკიდან გაეწერა, ორმა კი დატოვა კოვიდსასტუმრო. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.