აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 331 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია 
აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 331 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კორონავირუსზე გასულ ღამეს 331 პირი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

მათვე ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 19134 პირს. კარანტინში რჩება 1048 პირი. იზოლაციის სივრცეები უკვე დატოვა 8725-მა მოქალაქემ.