აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 262 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 262 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 262 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

დღესვე გამოიკვლევენ ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 33 პირს. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა ჯამში 13 693 პირს.

30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 899 პირი. კარანტინი დატოვა 7 426-მა პირმა.

დატოვე კომენტარი