აჭარაში გასულ ღამეს 532 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გასულ ღამეს 532 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 532 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

დღის განმავლობაში გამოიკვლევენ ასევე ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 39 პირს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს დღეს რესპირატორული სიმპტომების გამო მიმართეს.

მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 19 666 პირს.

კარანტინში რჩება 1 018, იზოლაციის სივრცეები კი უკვე დატოვა 8 832-მა მოქალაქემ.