აჭარაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 554 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 623, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი
აჭარაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 554 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 623, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი

აჭარაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა 554 კოვიდდადებითი პირი და გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი.

ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა დღეისათვის რეგიონში 6201-ს აღწევს. რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა სულ 18 463-მა ინფიცირებულმა.

დაფიქსირდა გარდაცვალების ხუთი შემთხვევა. მათგან ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა „მედცენტრში“ და ერთი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 76 წლამდეა.