აჭარაში გასულ დღე-ღამეში 116 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა
აჭარაში გასულ დღე-ღამეში 116 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა

აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 116 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის, 50-მდე ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. გამოკვლეულია მედპერსონალიც, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს არის პირველადი ტესტების პასუხები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში ვირუსის შემთხვევა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით არ გამოვლინდება.

„ქობულეთის კლასტერთან 108 პირია გამოვლენილი. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. ძირითადი რისკი გადავლილია, მაგრამ ისინი რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ, არის მუდმივი კომუნიკაცია და გარკვეული ტესტები საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება რამდენიმე დღეში, რათა უფრო ეფექტური და დამაჯერებელი იყოს ანალიზის პასუხები“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.