აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი სახელოვნებო სკოლას, სამი სამშობიარო სახლს უკავშირდება
კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარასთანაა დაკავშირებული.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 27 შემთხვევიდან ერთი ხოფის ბაზრობის თანამშრომელია, ერთი შემთხვევა ელიტ ელექტრონიქსს (ჭავჭავაძის ფილიალი), სამი სამშობიარო სახლს (ერთი თანამშრომელი, ორი დადასტურებულის ოჯახის წევრი), ერთი იუსტიციის სახლს უკავშირდება, ორი „დონას“ კლასტერის ოჯახური კონტაქტია, ორი საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელია, ერთი შემთხვევა სახელოვნებო სკოლას უკავშირდება, ინფიცირებულია პედაგოგი.
საერთო ჯამში, აჭარაში 16 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.