აჭარაში გამოკვლეული კიდევ 526 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეული კიდევ 526 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს ბათუმის ორ ლაბორატორიაში კორონავირუსზე 526 პირი გამოიკვლიეს.

ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში რესპირატორული სიმპტომებით დილიდან მოთავსებულია 38 პაციენტი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სულ აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 20 715 პირს  ჩაუტარდა.

კარანტინში რჩება 1 130 პირი. იზოლაციის სივრცეები  8 901-მა მოქალაქემ დატოვა.