აჭარაში გამოკვლეული კიდევ 352 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეული კიდევ 352 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს ბათუმის ორ ლაბორატორიაში კორონავირუსზე 352 პირი გამოიკვლიეს.

ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამ დროისთვის „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებულია 37 პირი.

მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“-ტესტი 21 865 პირს ჩაუტარდა.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1303 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცე 9181-მა პირმა დატოვა.

დატოვე კომენტარი