აჭარაში გამოკვლეული კიდევ 200-მდე ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

11:04, 04.05.2020

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც დღეს დაფიქსირებულა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 200-მდე მოქალაქეს აუღეს ანალიზი. პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა მათგანი უარყოფითია.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბათუმში უკვე მეოთხე დღეა, არ ფიქსირდება.

საერთო ჯამში აჭარაში 4900-ზე მეტი პირია გამოკვლეული.

მსგავსი