აჭარაში გამოკვლეული 900-ზე მეტი მედიკოსიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეული 900-ზე მეტი მედიკოსიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსზე ტესტირება 900-ზე მეტმა მედიკოსმა გაიარა. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

„900-ზე მეტი მედიკოსი გამოვიკვლიეთ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევები გაგრძელდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

უკვე გამოიკვლიეს საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, კორონავირუსის შემთხვევა არც ამ უწყებაში დადასტურებულა.

​დღეის მდგომარეობით, რეგიონში კვლევა 3 565 პირს ჩაუტარდა.

მედიკოსების შემდეგ იწყება საკარანტინო ზონების პერსონალის მასობრივი გამოკვლევა.