აჭარაში გამოკვლეული 156 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეული 156 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში „კოვიდ-19“-ზე გასულ ღამეს 156 პირი გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 156-ივე ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება როგორც ცხელების ცენტრში შესულ პაციენტთა კვლევა, ასევე ტესტები უტარდებათ რისკ-ჯგუფის პროფესიის ადამიანებსა და პირებს, ვინც კარანტინის პერიოდს ასრულებს.

დღევანდელი მონაცემებით იზოლაციაში იმყოფება 788 პირი. კარანტინი დატოვა 7 407-მა პირმა.