აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 514 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 514 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 514 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხუთი ინფიცირებული რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარაში კორონავირუსზე სულ 23 996 პირია გამოკვლეული.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 2075-მდე გაიზარდა, იზოლაციაში კი 9593 პირი იმყოფებოდა.