აჭარაში გამოკვლეულ კიდევ 100 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:08, 22.04.2020

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოკვლეული ყველა პირის პასუხი უარყოფითია.

ლაბორატორიაში 100-ზე მეტი სინჯი იყო გადაგზავნილი, მათ შორის 35 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან.

ახალი შემთხვევა აჭარაში მეორე დღეა, არ გამოვლენილა.

გუშინ ლაბორატორიაში გამოკვლეული 165-ივე ანალიზის პასუხი ასევე უარყოფითი იყო.

მსგავსი