აჭარაში გამოკვლეულ 363 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარაში გამოკვლეულ 363 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსზე აჭარაში გასულ ღამეს 363 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება ხუთი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა მსუბუქია.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 23 482 პირს. კარანტინში რჩება 1 646 მოქალაქე.