აჭარაში გამოიდარა, თუმცა უხვი ნალექის გამო სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება
აჭარაში გამოიდარა, თუმცა უხვი ნალექის გამო სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ აჭარაში გამოიდარა. თოვლის საფარმა ხულოს სოფლებში მეტრნახევარს, გოდერძის უღელტეხილზე კი ორ მეტრს გადააჭარბა. უხვი ნალექის გამო ამ დრომდე ელექტროენერგია ხულოსა და შუახევის სოფლების უმეტესობას არ მიეწოდება.

ზვავი ჩამოწვა ხულოს სამ სოფელში, რამდენიმე ოჯახი მეზობელს აფარებს თავს, თუმცა საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. გუშინ გვიან ღამით პრობლემები შეექმნათ ტურისტებს, რომლებიც კურორტ გოდერძისკენ მიემართებოდნენ.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის განცხადებით, გზა გაწმენდილია და ტურისტების დაბინავება გუშინ გვიან ღამით უკვე მოხერხდა.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია სოფლების მიმართულებით, თუმცა მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი