აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 530 მოძიებული კონტაქტიდან გამოკვლეულია 330 პირი
აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 530 მოძიებული კონტაქტიდან გამოკვლეულია 330 პირი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე აჭარაში 2 000-მდე პირი ე.წ. პისიარ ტექნოლოგიით გამოიკვლიეს, 450 კი სწრაფი ტესტით.

მიმდინარეობს ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევაც. მოძიებული 530 კონტაქტიდან უკვე გამოკვლეულია 330 პირი. მათგან სწრაფი ტესტით მხოლოდ 12. გამოკვლეულთაგან 34-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლასტერთან დაკავშირებული ყველა პირი კვლავ რჩება იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.