აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა
აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა

აჭარის რეგიონში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ძლიერმა ქარმა ბათუმში, სტადიონის ირგვლივ პარკინგის გამყოფი ჯებირები ააყირავა.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, რის გამოც დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები.