აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, აღებულია კიდევ 70 პირის ანალიზი

19:51, 08.04.2020

აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ანალიზები აღებულია 70-ზე მეტი პირისგან. მათ შორის არის ქობულეთის სამედიცინო ცენტრისა და სოფელ გვარას ამბულატორიის მედპერსონალი, ასევე კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირებიც.

მათი ანალიზების პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. კონტაქტების დადგენის პროცესი გრძელდება.

მსგავსი