აჭარაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშები გამოიფინა
აჭარაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშები გამოიფინა

პანდემიის გამო, აჭარაში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართა. თუმცა, სადღესასწაულო განწყობისთვის, აჭარის მთავრობისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების, ასევე მუნიციპალიტეტების მერიის შენობების ფასადებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

სახელმწიფო დროშებით გაფორმდა ასევე ბულვარის კოლონადები, სასტუმროების ფასადები. საქართველოს დროშის ფერებად განათდა ბათუმის სტადიონი.