აჭარაში ცხრა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

11:06, 17.01.2021

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

მათივე ცნობით, აჭარის რეგიონში ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 308 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 289, ონლაინკლინიკაში – 646.

მსგავსი