აჭარაში ბოლო 24 საათში სტაციონარი და საკარანტინო სივრცე 175 პაციენტმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი პროტოკოლის თანახმად, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდსასტურმრო 160-მა, კლინიკა 15-მა. ასევე, დღეისთვის დაგეგმილია სტაციონარიდან კიდევ ხუთი პაციენტის გაწერა, კოვიდსასტუმროდან კი 150-მდე პირის.

ამჟამად, სტაციონარში მკურნალობს 447 პაციენტი, მათ შორის 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 23 პაციენტი.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 869 პაციენტი, ბინაზე კი 700-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). ასევე რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი, ხოლო კოვიდდადებითი პაციენტებისთვის შვიდი საკარნტინო სივრცეა გამოყოფილი.