აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 167 შემთხვევა გამოვლინდა

11:18, 06.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 167 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა კლინიკა დატოვა.

რეგიონში შვიდი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 443 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 343, ონლაინკლინიკაში – 720.

რეგიონში სულ 4 513 ადამიანი აიცრა, მათ შორის „ფაიზერის“ ვაქცინით – 2 700, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით – 1 551, „სინოფარმის“ ვაქცინით – 262 ადამიანი.

მსგავსი