აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 106 შემთხვევა გამოვლინდა

11:14, 04.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 106 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 110 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 39-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა კლინიკა დატოვა.

რეგიონში რვა კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 414 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 217, ონლაინკლინიკაში – 687.

რეგიონში სულ 3 916 ადამიანი აიცრა, მათ შორის „ფაიზერის“ ვაქცინით – 2 466, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით – 1 450.

მსგავსი