აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 97 ადამიანი დაინფიცირდა, 95 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:59, 12.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 95 პაციენტი გამოჯანმრთელდა, განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 32 921-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, აჭარაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, კლინიკა დატოვა 34-მა პაციენტმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ათის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 295, ონლაინკლინიკაში კი 643.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი