აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:16, 20.03.2021

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულად მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 100 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 35, ონლაინკლინიკაში – 94.

მსგავსი