აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:30, 08.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 740-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

ამასთან, უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახად, კლინიკაში მკურნალობს 111, კოვიდსასტუმროში – 14, ონლაინკლინიკაში კი, 78 პაციენტი.

მსგავსი